top of page

IT Summer Camp

ღირებულება

ხანგრძლივობა

560 Gel

8 ვორქშოპი

კურსის შესახებ

IT Summer Camp ახალგაზრდების პროფესიული მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად იზრდება მოზარდების დაინტერესება IT პროფესიების მიმართ. პროექტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა 14-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომელთაც მოსწონთ ვიდეოთამაშები თუ სხვადასხვა ტიპის ვებ-აპლიკაციები და სურთ, თვითონაც ისწავლონ მათი შექმნა ან თავი მომიჯნავე პროფესიაში გამოსცადონ. IT Summer Camp-ის პროგრამა იმ მოზარდებსაც დააინტერესებთ, ვისაც აქამდე არ ჰქონიათ სურვილი გაცნობოდნენ თანამედროვე ციფრულ სამყაროსა და პროფესიებს. 


ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოზარდებს გავუჩინოთ  IT სფეროში განვითარების მოტივაცია, შევუქმნათ პოზიტიური გამოცდილება და მივცეთ სათანადო ცოდნა იმისთვის, რომ ზუსტად აირჩიონ სამომავლო პროფესია. ამისთვის,  IT Summer Camp - ში გავაერთიანეთ ციფრული პროდუქტის შექმნის სრული ციკლი, რომელიც მოიცავს დიზაინის შექმნას, კოდინგს, კიბერ დაცვასა და კომპიუტერული ქსელების როლს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ მუშაობს IT ინფრასტრუქტურა და რა პროცესებს გადის ციფრული პროდუქტი იდეის გაჩენიდან ინტერნეტში განთავსებამდე. 


IT Summer Camp რომ უფრო სახალისო და ინფორმაციული გაგვეხადა, პროგრამაში შევიტანეთ პრაქტიკისა და სიმულაციის ელემენტები. ამასთან, პროექტის მსვლელობისას მონაწილეებს ვუმასპინძლებთ ჯანსაღი ხემსით და გადავცემთ  სიმბოლურ საჩუქრებს. კემპის ბოლოს კი ყველა მოზარდი მიიღებს სერტიფიკატს. 


სასწავლო პროგრამა: 

•   Introduction to Informational Technologies

•   IT Infrastructure &  Networking

•  Cyber Security  (hacking simulation)

•  Introduction to Software Development

•  Ux/Ui Design in practice

•  Software Development  in practice 


მონაწილის ასაკი: 14-18 მონაწილეთა რაოდენობა: 20 პროექტის ხანგრძლივობა: 8 დღედაწყების თარიღი: 19.06 დასრულების თარიღი: 28.06 დასვენების დღეები: შაბათ-კვირა (23-24 ივნისი) ჩატარების ადგილი: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18 (ბანაკი არ გულისხმობს  მონაწილის განთავსებას და ტრანსპორტირებას) პრერეკვიზიტი: სამუშაო ლეპტოპი (აუცილებელია) წარმატებას გისურვებთ 🤟

IT Summer Camp პროგრამა, IT პროფ. ორიენტაციისა და ახალგაზრდების პროფესიული მხარდაჭერის მიზნით შევქმენით.

შენი ინსტრუქტორი

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი

🚀 14-18 წლამდე მოზარდებს ჩვენს პროფესიონალ ლექტორებთან ერთად სახალისო სასწავლო გარემოში გელოდებით.

_edited.jpg
Training registration anch

IT Summer Camp

რეგისტრაციის დეტალები

გმადლობთ,😍 თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით კურსზე✅
გთხოვ შეამოწმო ელ-ფოსტა (
Jank ან Spam-ის შემოწმებაც არ იქნება ურიგო 😁))

 

აირჩიე სასურველი კურსი

და დარეგისტრირდი 👇

  • REACT

    960₾
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წ
    Valid for 6 months
    • 20 ვორქშოპი
  • Frontend Development

    960₾
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024.წ
    Valid for 6 months
    • 21 ვორქშოპი
  • ANGULAR

    920₾
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წ
    Valid for 6 months
    • 17 ვორქშოპი
bottom of page