ძირითადი მოვალეობები
არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
დასმულ ამოცანასთან გაცნობა, ამოცანის დასმის პროცესში გამოცდილების ფარგლებში შესაბამისი კორექტივებისა და რეკომენდაციის გაწევა; ამოცანის დასმაში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული ესკალაცია (ამოცანის ჩაბარებამდე);
რეალიზაციის ვადების სავარაუდო შეფასება;
შემდგომ ეტაპზე აღმოჩენილი შეცდომების დროული შესწორება;
პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში საკითხის ესკალაცია;
შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
უმცროსი პროგრამისტებისთვის კონსულტაციების გაწევა და მიმართულების მიცემა;
კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
დეპარტამენტის უფროსის და სისტემის არქიტექტორის/უფროსი პროგრამისტის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
Angular-ის კარგად ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
შედეგზე ორიენტაცია;
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
გუნდური მუშაობა;
მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

About company
ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზანი საჯარო მმართველობაში ციფრული მმართველობის განვითარებაა. დღეის მდგომარეობით, ათეულობით კერძო და საჯარო უწყებას ვუწევთ სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას და ვთავაზობთ 40-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის სერვისს.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები ძირითადად სამი მიმართულებითაა განსაზღვრული:
• ციფრული მმართველობა;
• ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
• ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



























