ძირითადი მოვალეობები
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ჩართული იყოთ სხვადასხვა სახის პროცესებში, მათ შორის:
ტრენინგზე რეგისტრირებულ კანდიდატებთან კომუნიკაცია: მათი ინფორმირება ტრენინგის დეტალების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებისა და ტრენინგის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები;
ტრენინგის მონაწილეებთან და ტრენერებთან კომუნიკაცია;
ტრენინგების კოორდინირება: ტრენინგებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა;
ჩატარებული ტრენინგების და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და რეპორტინგი;
აკადემიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა
ტრენინგების ეფექტიანობისა და ხარისხის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

კომპანიის შესახებ
ორიენტ ლოჯიკი 28 წლის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



























