top of page

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Updated: Jan 6, 2023

"ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე (BDM) საბანკო საფინანსო სექტორულ გუნდში. ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის ქუჩა 18

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00


ბიზნეს განვითარების მენეჯერი პასუხიმგებელია საბანკო სექტორის დამკვეთებში, IT პროდუქტებისა და სერვისების (IT ინფრასტრუქტურული და ქსელური გადაწყვეტილებები) გაყიდვების მიმართულების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • IT სისტემური და ქსელური ინფრასტრუქტურის ბაზრის მუდმივი შესწავლა და ტენდენციების ანალიტიკა;

  • სექტორული კომპანიების საჭიროებების გამოვლენა, პროექტების ინიცირება და პროექტების განხორციელების მონიტორინგი;

  • პორტფელით განსაზღვრულ დამკვეთ კომპანიებთან ურთიერთობის განვითარება და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

  • დამკვეთი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;

  • ტექნოლოგიურ პარტნიორებთან, დისტრიბუტორებთან/მწარმოებელთან კომუნიკაცია კომერციულ ჭრილში (ფასწარმოქმნისა და მიწოდების პირობები/ვადების დაგეგმვის მიზნით);

  • შემოსული პოტენციალების დამუშავება და CRM სისტემასთან მუშაობა;

  • სხვადასხვა ღონისძიებების და კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებისთვის (მარკეტინგის მენეჯერთან ერთად);

  • პარტნიორი მწარმოებლების მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტების შესწავლა და გუნდისთვის გაცნობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

  • არაკანლებ სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება IT სფეროში;

  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • IT ინტეგრატორ კომპანიაში ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Excel) მაღალდონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

კომპეტენცია და უნარები:

  • დროის ეფექტური მართვა;

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი

  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;


ჩვენი გუნდის ახალ წევრს გრძელვადიან შრომით ურთიერთობას და კარიერული განვითარების ძალიან კარგ შესაძლებლობას ვაძლევთ, ასევე კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" ვპირდებით.

დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვთ გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

Recent Posts

See All

コメント

5つ星のうち0と評価されています。
まだ評価がありません

評価を追加
bottom of page