top of page

სტაჟირება - გაყიდვების ანალიტიკოსი

Updated: Jan 18, 2023

ორიენტ ლოჯიკი, საბანკო-საფინანსო სექტორულ გუნდში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე, IT სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით


"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი;


თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
  • თქვენი ინტერესის გათვალისწინებით, ჩაერთოთ შემდეგი მიმართულების გაყიდვებში: IT / სერვერული ინფრასტრუქტურა ან/და ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები;

  • შეისწავლოთ CRM სისტემასთან მუშაობა;

  • ჩარეთოთ B2B სეგმენტის IT პროდუქტების გაყიდვების ანალიზის პროცესში;

  • გაეცნოთ სხვადასხვა მომწოდებლების (როგორცაა HP, DellEmc, CISCO, Microsoft და სხვა) პროდუქტებს და შეისწავლოთ ტექნოლოგიები.

საქმიანობის არეალი:
  • გაყიდვების (თვიური, კვარტალური და წლიური) ანალიტიკის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;

  • შემოსული პოტენციალების დამუშავება;

  • CRM სისტემასთან მუშაობა;

  • შეკვეთის განთავსება, ვენდორებთან/ კლიენტებთან კომუნიკაცია;

  • სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში დახმარების გაწევა და მონაწილეობის მიღება;

  • დამკვეთთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების პროცესში ჩართულობა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნენს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართლებით;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა


ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2023 წლის 2 იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
hello
hello
Sep 12, 2022


Like
bottom of page