"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე. ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
ამ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნოთ "ორიენტ ლოჯიკის" პარტნიორი მწარმოებლების უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების IT სისტემების აგებასა და მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.
ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის დანიშნულებაა, საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში, უზრუნველყოს "ორიენტ ლოჯიკის" დამკვეთების მომსახურება სისტემების დაპროექტების შერჩევის, იმპლემენტაციისა და მხარდაჭერის საკითხებში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00
ძირითადი მოვალეობები:
ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ადმინისტრირება - დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავება;
პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების განსაზღვრა (Trend Micro, Barracuda, IBM, Symantec და სხვა);
ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა/გასწორება და მათი ტექნიკური მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემების (Windows, Linux) არქიტექტურის ცოდნა;
ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ბოლო პერიოდის ტენდენციების, ტექნოლოგიების, მუშაობის პრინციპების ცოდნა;
უსაფრთხოების შემდეგი სისტემების მუშაობის პრინციპებისა და არქიტექტურის ცოდნა: web application firewalls, email security gateway, IPS/IDS, anti-virus, log management, automating security testing tools;
სასურველია, ტექნოლოგიურ კომპანიაში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
პუნქტუალურობა
ანალიტიკური აზროვნება
სიახლეების მარტივად ათვისებისა და ადაპტაციიის უნარი
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, საურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი“
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2023 წლის 15 დეკემბერი.
გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს „ორიენტ ლოჯიკი“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
Commentaires