top of page

ოფის მენეჯერი

Updated: Dec 1, 2023

"Orient Logic" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის საკომუნიკაციო არხების მართვა სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით

  • საკანცელარიო კორესპონდენციის მართვა (წერილების მიღება/გაგზავნა, გადამისამართება)

  • საოფისე შესყიდვების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება

  • CRM სისტემაში მომხმარებლებზე ინფორმაციის რეგისტრაცია

  • შეხვედრების, ღონისძიებების, ტრენინგების ორგანიზება

  • სტუმართა მიღებისა და დახვედრის ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: სასურველია ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 1 წელი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, თანაშემწის, ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავსი ფუნქციების შესრულების კუთხით

უცხო ენა: ინგლისური - B1 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

  • MS Office (Word, Excel, Power Point ) - კარგი


პიროვნული უნარები:
  • დაგეგმვა და ორგანიზება

  • დეტალებზე ორიენტირებულობა

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • პუნქტუალურობა

  • კომუნიკაბელურობა

  • გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისებისა და ადაპტაციიის უნარი


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, საურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2023 წლის 15 ნოემბერი.

გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთადაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.


758 views0 comments

Recent Posts

See All

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page