top of page

პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი/ Software Support Specialist

Updated: Nov 1, 2022


ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ლიგა - CODEVICE - ში.


ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ჰიბრუდული, დღეში 8 საათიანი განაკვეთი.


ჩვენ გთავაზობთ:

• ჰიბრიდულ გრაფიკს

• მრავალფეროვან პროექტებს

• სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს

• კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

• ჯანმრთელობის დაზღვევას

• საბონუსე სისტემას


ძირითადი მოვალეობები:

პორტალში შემოსული ხარვეზების განხილვა, კატეგორიზაცია, საჭირეოებისამებრ შესაბამის პირებთან გადამისამართება;
საკითხის გადაწვეტის პროცესის მონიტორინგი და პარტნიორი ორგანიზაციისთვისთითოეულ ეტაპზე ინფორმაციის გაზიარება;
განხორციელებული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების კონტრაქის პირობებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის პორტალში შესაბამისი კონფიგურაციის განხორციელება და პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრმოლებისთვის წვდომების დაშვება;
შესაბამის გუნდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
Jira/GitLab ან მსგავს პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
Enterprise ვებ-აპლიკაციების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.

პიროვნულული უნარები:

ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებულობა;
თვითგანვითარების უნარი;
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვთ გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი


გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.






1,539 views0 comments

Recent Posts

See All

コメント

5つ星のうち0と評価されています。
まだ評価がありません

評価を追加
bottom of page