top of page

სტაჟირება IT პროდუქტების გაყიდვების ოპერაციებში

Updated: Sep 13, 2022

"ორიენტ ლოჯიკი" ბიზნესის სექტორულ გუნდებში აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების ოპერაციების მიმართულებით.

"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

თქვენი ინტერესის გათვალისწინებით, ჩაერთოთ შემდეგი მიმართულების გაყიდვებში:

  • IT / სერვერული ინფრასტრუქტურა

  • ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები

  • ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება

  • შეისწავლოთ CRM სისტემასთან მუშაობ

  • გაეცნოთ სხვადასხვა მომწოდებლების (როგორცაა HP, DellEmc, CISCO, Microsoft და სხვა) პროდუქტებს და შეისწავლოთ ტექნოლოგიები

საქმიანობის არეალი:

  • შემოსული პოტენციალების დამუშავება

  • CRM სისტემასთან მუშაობა;

  • შეკვეთის განთავსება, ვენდორებთან/ კლიენტებთან კომუნიკაცია;

  • სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში დახმარების გაწევა და მონაწილეობის მიღება;

  • დამკვეთთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების პროცესში ჩართულობა;

  • პრეზენტაციების და შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართლებით

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2022 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!




999 views0 comments

Recent Posts

See All

Kommentare

Mit 0 von 5 Sternen bewertet.
Noch keine Ratings

Rating hinzufügen
bottom of page