top of page

სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

Updated: Sep 13, 2022

"ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.


"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • შეისწავლოთ ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

  • მიიღოთ ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების გამოცდილება საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე;

  • მონაწილეობა მიიღოთ არსებული ERP სისტემის გამართვა-გაუმჯობესების პროცესში;

  • მიიღოთ ბიუჯეტის დაგეგმვის და აუდიტთან მუშაობის გამოცდილებას.


საქმიანობის არეალი:

  • ფინანსური ანგარიშებისთვის მოთხოვნების დაანგარიშება/შედარება პარტნიორ კომპანიებთან;

  • ფინანსური ანგარიშებისთვის სადებეტო და საკრეტიდო გატარებებს მომზადება;

  • დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაცის თავმოყრის პროცესში მონაწილეობა;

  • ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების პროცესში მონაწილეობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office), მათ შორის Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

  • სასურველია ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SME) / საგადასახადო კანონმდებლობა/ ფინანსური აღრიცხვის შესავლები (F1);

ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2022 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!













1,568 views0 comments

Recent Posts

See All

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page