top of page

სტაჟირება HR და ორგანიზაციული განვითარების გუნდში

Updated: Sep 13, 2022

ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების გუნდში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • მონაწილეობა მიიღოთ ადამიანური კაპიტალის მიმართულებით მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროექტში

  • შეისწავლოთ IT რეკრუტინგი

  • ჩაერთოთ HR სოფტის დანერგვის და განვითარების პროცესში


საქმიანობის არეალი:

  • შერჩევის პროცესში ჩართულობა: ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული განაცხადების პირველადი გადარჩევა, ტესტირების დაგეგმვა-ადმინისტრირება, გასაუბრების დაგეგმვა, მონაცემთა ბაზის წარმოება;

  • თანამშრომელთა პირადი საქმის წარმოება;

  • თანამშრომელთა დასწრების მონიტორინგი;

  • ორგანიზაციულ კვლევებიში მონაწილეობა: კითხვარის ადმინისტრირება, მონაცემთა დამუშავება;

  • HR სოფტის ადმინისტრირება;

  • კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა/მომზადებაში ჩართულობა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა


ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



2,248 views1 comment

Recent Posts

See All

1 Comment

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Oto Tabatadze
Oto Tabatadze
May 13, 2022


Like
bottom of page