ორიენტ ლოჯიკის ტექნოლოგიურ ტრენინგ ცენტრ, ოლ-აკადემიის გუნდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ჩართული იყოთ სხვადასხვა სახის პროცესებში, მათ შორის:
ტრენინგზე რეგისტრირებულ კანდიდატებთან კომუნიკაცია: მათი ინფორმირება ტრენინგის დეტალების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებისა და ტრენინგის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები;
ტრენინგის მონაწილეებთან და ტრენერებთან კომუნიკაცია;
ტრენინგების კოორდინირება: ტრენინგებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა;
ჩატარებული ტრენინგების და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და რეპორტინგი;
აკადემიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა
ტრენინგების ეფექტიანობისა და ხარისხის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
