„ორიენტ ლოჯიკის“ ტექნოლოგიურ ტრენინგ ცენტრ, OL აკადემიის გუნდში ვაცხადებთ ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის ქუჩა 18
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
მრავალფეროვან პროექტებს;
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საბონუსე სისტემას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
OL აკადემიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელდება;
OL აკადემიის საიტის და სოციალური მედიის (Facebook, LinkedIn, Instagram - ის მართვა): ანალიტიკა, კონტენტის შერჩევა და განთავსება, რეკლამის მართვა;
OL აკადემიის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და შესამაბისი ციფრული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
OL აკადემიის საქმიანობის/ტრენინგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება კომპანიის ვებ-გვერდისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით;
მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი; მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
ვებ-ბანერების და სხვა ვიზუალური (გრაფიკული და ანიმაციური) მასალის სხვადასხვა საიტებზე განთავსება, შესაბამისი ვიზუალის (დიზაინის) დამზადების უზრუნველყოფა (დიზაინერის „დაბრიფვა“);
OL აკადემიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
ციფრული მარკეტინგის ან/და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
Meta Business Suit, Meta Ads Manager; Google Analytics - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სასურველია: SEO (search engine optimization)-თან Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
კომპეტენცია და უნარები:
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვთ გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „Digital Marketer“.
გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
1 Comment