ორიენტ ლოჯიკი, საბანკო-საფინანსო სექტორულ გუნდში ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე, IT სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით
"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი;
ჩვენ გთავაზობთ:
მრავალფეროვან პროექტებს
IT პროდუქტების და ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს
ჯანმრთელობის დაზღვევას
საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების (თვიური, კვარტალური და წლიური) ანალიტიკის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
შემოსული პოტენციალების დამუშავება;
CRM სისტემასთან მუშაობა;
შეკვეთის განთავსება, ვენდორებთან როგორცაა (HP, DellEmc, CISCO, Microsoft და სხვა)/ კლიენტებთან კომუნიკაცია;
კომერციული წინადადებების და ინვოისების მომზადება;
დამკვეთთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების პროცესში ჩართულობა;
სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში დახმარების გაწევა და მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, გაყიდვების მიმართულებით;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
სასურველია:
ტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვების/ B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
უმაღლესი განათლება, ბიზნენს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართლებით;
CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
მოლაპარაკების უნარი
მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
Comments