ორიენტ ლოჯიკი, აცხადებს ვაკანსიას უფროსი სისტემური არქიტექტორის პოზიციაზე, ტექნიკურ დეპარტამენტში.
ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი;
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს
მრავალფეროვანი გამოცდილბეის მიღების შესაძლებლობას
ჯანმრთელობის დაზღვევას
საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
სისტემების დიზაინი - კომპანიის დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება;
პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა;
სისტემის იმპლემენტაცია - მოწოდებული აპარატურულ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის სისტემებთან;
ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გასწორება;
სისტემის არქიტექტურის/დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემის უნარი და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ცენტრების IT ინფრასტრუქტურის (სერვერები, მონაცემთა სანახი სისტემები, ქსელები, საინჟინრო სისტემები) იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
გამოცდილება ან/და ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
მონაცემთადამუშავების სისტემებში (HPE / Dell EMC / Lenovo - x86, Rack & Blade Servers);
მონაცემთაშენახვის სისტემებში (HPE / Dell EMC - SAN & NAS Systems);
ბექაპირების, აღდგენისა და არქივის სისტემებში (Veritas, Veeam);
სერვერებისა და დესკტოპების ვირტუალიზაციაში (VMware / Citrix)
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანალიტიკური აზროვნება
გადაწყვეტილების მიღების უნარი
გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე ,საურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2023 წლის 26 თებერვალი.
გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

Comments