top of page

System Engineer - სისტემური ინჟინერი

Updated: Jun 5

ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ინჟინრის პოზიციაზე, ტექნიკურ დეპარტამენტში.


ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 29 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00

 

ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

  • მაღალტექნოლოგიურ პროექტებში ჩართულობას

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას

 

ძირითადი მოვალეობები:
  • სისტემების დიზაინი -კომპანიის დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება;  

  • პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა;  

  • სისტემის იმპლემენტაცია - მოწოდებული აპარატურულ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის სისტემებთან;

  • ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გასწორება;

  • საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია;

  • სისტემის არქიტექტურის/დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა; 

  • ახალი სისტემების მოძიება, გარჩევა, ტესტირება და გუნდში გაზიარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;

  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების; ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.


გამოცდილება ან/და ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:


  • მონაცემთა დამუშავების სისტემები (server);

  • მონაცემთა შენახვის სისტემები (storage);

  • ბექაპირებისა და აღდგენისა სისტემები (backup);

  • სერვერების ვირტუალიზაცია (Microsoft Hyper-v, Vmware Vsphere);

  • AD, DNS, DHCP, NTP, RDS, VDI და სხვა ძირითადი სისტემები;

  • სხვადასხვა სისტემების მაღალმდგრადობის მექანიზმების დანერგვა.

პიროვნული უნარები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

  • ანალიტიკური აზროვნება 

  • გამართული კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი

  • მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 18 ივნისი 2024



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.





1,405 views2 comments

2 Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
Guest
Jun 07

Gamomrcha sadme tu anazghaurebis range ic araa mititebuli?

Like

Guest
Jun 06

უცნაურია, ანაზღაურებაზე ინფორმაცია არსად წერია

Like
bottom of page