კურსის შესახებ
კურსის შესახებ: კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნით მონაწილეები მიიღებენ ვებ-აპლიკაციის Back-End-ის შექმნის ისეთი საკითხების საფუძვლიან ცოდნას, როგორიცაა Java Framework-ის Spring/Spring Boot-ის გამოყენებით აპლიკაციის ნულიდან შექმნა, დომეინის მიხედვით კომპონენტების დაფექიჯება, Persistence შრის კონფიგურაცია, საინტეგრაციო ფენის მომზადება, აპლიკაციის Back-End-ის უსაფრთხოების გამართვა, Unit ტესტირება, აპლიკაციის სერვერზე დიფლოიმენთი და მონიტორინგი.
ლექციაზე ახსნილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადატანის მიზნით მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ პროექტებზე, რომელთა შესრულების პროცესშიც, ისინი უკუკავშირს მიიღებენ ლექტორისგან. ამავდროულად, ექნებათ ჯგუფური განხილვებიც. შედეგად, კურდამთავრებულებს ექნებათ უნარი სწორად დააპროექტონ პროგრამული უზრუნველყოფა Back-end და წარმართონ მისი შექმნის პროცესი. ამასთანავე, კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ Spring/Spring Boot ტექნოლოგიის გამოყენებით სწორად შეარჩიონ საჭირო კომპონენტები, მეთოდები თუ მიდგომები, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.
დეტალური სილაბუსის ნახვა აქ შეგიძლია 👇
აუცილებელი მოთხოვნები:გარდა მოტივაციისა, მონაწილეს მოეთხოვება Java SE 8+ კარგი ცოდნა, ვებ აპლიკაციების შემუშავების ძირითადი პრინციპებისა და OOP-ის პრინციპების ცოდნა, SQL-ის საბაზისო გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა B1+ დონეზე. ასევე, სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.
ვორქშოპის დღეები:
ორშაბათი 19:00-21:00 ხუთშაბათი 19:00-21:00 ფორმატი: Online/Google Meet
შენი ინსტრუქტორი
ალექსანდრე საბანაძე
აირჩიე სასურველი კურსი
და დარეგისტრირდი 👇
REACT
960₾კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წValid for 6 months- 20 ვორქშოპი
Frontend Development
960₾კურსი იწყება - იანვარი 22, 2024.წValid for 6 months- 21 ვორქშოპი
ANGULAR
920₾კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წValid for 6 months- 17 ვორქშოპი