top of page

Python

value

duration

860 Gel

18 ვორქშოპი

About the course

რა აქცევს Python-ს განსაკუთრებულად? როგორ ხდება, ისე რომ ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების პროგრამისტს სჭირდება და სურვილი აქვს, ეს პროგრამული ენა გამოიყენოს?

ამ ყველაფერს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.

ერთი ის, რომ დრო, რომელიც Python-ის შესასწავლად დაგჭირდება, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ენების შესწავლისთვის ოპტიმალური დრო. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ კოდების წერას ბევრად სწრაფად დაიწყებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარტივია, Python სხვასაც ასწავლო. ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი შემოსავლის მარტივ წყაროდაც აღიქვა და უკვე ნასწავლი სხვებს ასწავლო. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ უშუალოდ შენთვისაც სწავლის პროცესი მარტივი და სასიამოვნო იქნება. Python ახალი სოფთვეარის დაწერის დროსაც ამცირებს, სხვის დაწერილ კოდს კი მარტივად გასაგებად აქცევს. პროგრამის გადმოწერა, დაინსტალირება და მასში მუშაობა უფასოა. პლატფორმა კი ღია და მრავალმხრივია.

კურსის გასავლელად აუცილებელია:

  • გაინტერესებდეს Back-end დეველოპმენტი.

  • ფლობდე ინგლისურ ენას B1 დონეზე, რომ შეძლო მასალების კითხვა და გააზრება.

კურსი შედგება 18 ლექციისაგან (36 საათი), რომელთა განმავლობაშიც ITვისებ:

  • Python-ის საბაზისო და კომპლექსურ თემები

  • მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმების საწყისებს

  • ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას

  • ვერსიონირების სისტემის, GIT-ის, საწყისებს

  • ვებ სკრაპინგს დისტრიბუციული მონაცემთა წყაროების გასაერთიანებლად საჭირო ინფორმაციის სწრაფად და ავტომატურ რეჟიმში მიღებისთვის

  • Backend პროგრამირების საწყისებს

  • მარტივ, სტრუქტურულ და არქიტექტურულ პატერნებს

  • OOP პროგრამირებას

კურსის შედეგად:

  • შექმნი მარტივ ვებ აპლიკაციებსა და პორტფოლიოს

  • შეძლებ მარტივი არქიტექტურული პატერნების გააზრებასა და გამოყენებას

  • იმუშავებ სტრქუტურიზირებულ და არასტრუქტურიზირებულ მონაცემებთან

  • შეძლებ მონაცემთა ბაზებისა და პითონის კომბინაციურ გამოყენებას, მარიტივი და საშუალოდ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას

  • იღებ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს

  • გადადიხარ განვითარების ახალ საფეხურზე და ხდები სერტიფიცირებული Back-end დეველოპერი Python-ის მიმართულებით


Python კურსის გავლის შემდეგ ჩვენ გთავაზობთ:

წვდომას დახურულ ჯგუფზე, სადაც თავმოყრილნი იქნებიიან ლექტორები, კურსდამთავრებულები და Python-ის სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად მზად არიან გაგიზიარონ წლობით დაგროვილი გამოცდილება, დაგეხმარონ და მოგცენ რჩევები.

ცოდნას, რომელიც პასუხობს ბაზარზე არსებულ აქტუალურ მოთხოვნებს და უნარებს, რომლებიც დაგეხმარება სასურველი პოზიციის დაკავებაში.

წვდომას დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამებზე ჩვენს და მეგობარ კომპანიებში.


დაიწყე სწავლა დღესვე, გადადი განვითარების ახალ საფეხურზე დეტალურ სილაბუსს ამ ლინკზე ნახავთ: https://olacademy.ge/courses/python/

კურსზე რეგისტრაცია (PTH)

Your instructor

დევიდ შაინიძე

დევიდ შაინიძე

პროგრამული უნზრუნველყოფის დეველოპერი, არაერთწლიანი გამოცდილებით როგორც სტარტაპში, ასევე მსხვილ, წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიებს, როგორებიცაა:
• Python • Golang • Backend Development • Data Engineering • Web3

დევიდის პრაქტიკული ცონდა და გამოცდილება დაგეხმარება, ეფექტურად შეისწავლო Python-ის საწყიესები და მოემზადო უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ასათვისებლად, მაგალითად: მონაცემთა მეცნიერება, მანქანური სწავლება, მონაცემთა ინჟინერია, Backend დეველოპმენტი და სხვა. აღნიშნულ ინდუსტრიებს წამყვანი როლი უჭირავთ ტექ რეალობაში და მათ წარმომადგენლებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

_edited.jpg
Training registration anch

Python

Course registration details

გმადლობთ,😍 თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით კურსზე✅
გთხოვ შეამოწმო ელ-ფოსტა (
Jank ან Spam-ის შემოწმებაც არ იქნება ურიგო 😁))

 

აირჩიე სასურველი კურსი

და დარეგისტრირდი 👇

  • REACT

    960GEL
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წ
    Valid for 6 months
    • 20 ვორქშოპი
  • Frontend Development

    960GEL
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024.წ
    Valid for 6 months
    • 21 ვორქშოპი
  • ANGULAR

    920GEL
    კურსი იწყება - იანვარი 22, 2024 წ
    Valid for 6 months
    • 17 ვორქშოპი
bottom of page