top of page

Passive Network Specialist

ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების დამპროექტებელი სპეციალისტის პოზიციაზე, ტექნიკურ დეპარტამენტში.


ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 29 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი,  გიორგი დანელიას 4;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00


ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


ძირითადი მოვალეობები:
  • სისტემების დიზაინი - კომპანიის დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება

  • პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა;  პასიური ქსელის დაგეგმარება (კომპიუტერული და სუსტი დენები)

  • ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია

  • სისტემის არქიტექტურის/დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა

  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ინტერნეტ სივრცეში

  • პროექტისთვის სპეციალური ნაკეთობების (სამაგრი, საკიდი და ა.შ.) დაპროექტება/შეკვეთა

  • საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენა/მოგროვება

  • სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ელექტრო ან/და კომპიუტერული ქსელის  პროექტების მართვის  მიმართულებით ან სუსტი დენების დაგეგმარების და შესრულების მიმართულებით

განათლება:     სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით

 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა


გამოცდილება ან/და ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • CAD ტიპის აპლიკაციების ცოდნა

  • ელექტრო და კომპიუტერული ქსელის მოწყობის პრაქტიკული ცოდნა


კომპეტენციები და უნარები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

  • შედეგზე ორიენტირებულობა

  • ანალიტიკური აზროვნება 

  • გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი

  • მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 30 მარტი 2025



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.





1 comentario

Obtuvo 0 de 5 estrellas.
Aún no hay calificaciones

Agrega una calificación
MorgenMuffel
6 days ago

ხელფასი?

Me gusta
bottom of page