top of page

System Administrator - სისტემური ადმინისტრატორი

  • Apr 14
  • 1 min read

Updated: Apr 20

ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე, ტექნიკურ დეპარტამენტში.


ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 4

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00

 

ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

  • მაღალტექნოლოგიურ პროექტებში ჩართულობას

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდს

  • მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას

 

ძირითადი მოვალეობები
  • ვირტუალიზაციის პლატფორმების ადმინისტრირება 

  • რეზერვირების სისტემების გამართვა და ადმინისტრირება

  • ქლაუდ ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა (Azure, AWS და სხვა)

  • სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მართვა

  • სხვადსხვა სერვერული როლების იმპლემენტაცია და ადმინისტრირება (Active Directory, Group Policy, DNS, DHCP, WEB Services, RDS, VDI, Mail Services, NTP და სხვა) 

  • სხვადასხვა სისტემების მაღალმდგრადობის მექანიზმების დანერგვა

  • სისტემების განახლება და მათი სტაბილურობის უზრუნველყოფა

  • მონიტორინგის სისტემების იმპლემენტაცია/ადმინისტრირება

  • პროდუქტების შერჩევა -გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა; 

  • ახალი სისტემების მოძიება, გარჩევა, ტესტირება და გუნდში გაზიარება

  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა 

  • მჭიდრო კომუნიკაცია ქსელისა და უსაფრთხოების გუნდებთან 

  • სისტემური დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით.

  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.


პიროვნული უნარები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

  • ანალიტიკური აზროვნება 

  • გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი

  • მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 30 აპრილი, 2026



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემდა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები "ორიენტ ლოჯიკი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.





Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page