top of page

UI/UX დიზაინერი

Updated: Apr 2


"ბლეიზი" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.


“ბლეიზი" საქართველოს ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია,

რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00


ძირითადი მოვალეობები:
  • ამოცანის ანალიზის საფუძველზე Web და Mobile აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;

  • შემუშავებული დიზაინის ატვირთვა პროგრამისტების მიერ მომდევნო  გამოყენებისთვის;

  • შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შემოწმება UI/UX ნაწილში;

  • SCRUM პროცესში ჩართულობა;

  • UI/UX Guideline-ების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • UI/UX დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი

  • წლიანი მუშაობის გამოცდილება Cross Functional Agile გუნდებთან.

  • პროგრამები: Figma-ს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია  Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Zeplin მუშაობის გამოცდილება, ასევე HTML და  CSS ზოგადი ცოდნა.

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.


პიროვნული უნარები:
  • კრეატიულობა და პროაქტიულობა;

  • მოტივაცია და სიახლეების სწავლის სურვილი;

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 2024  წლის 10 მარტის ჩათვლით. სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ „UI/UX დიზაინიერი“. აუცილებელია თქვენი პორტფოლიოს ატვირთვა.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.





 

1,411 views0 comments

Recent Posts

See All

Kommentarer

Gitt 0 av 5 stjerner.
Ingen vurderinger ennå

Legg til en vurdering
bottom of page