ბლეიზი აცხადებს ვაკანსიას Product Owner-ის პოზიციაზე.
"ბლეიზი" წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ უკვე 8 წელია რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10-18 სთ
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს;
მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქტის მიზნებისა და ხედვის ჩამოყალიბება, მათი გათვალისწინებით პროდუქტის განვითარების გეგმის განსაზღვრა;
პროექტში ჩართულ სტეიკჰოლდერებთან ერთად მომხმარებელთა გამოცდილების გაგება, პრობლემების იდენტიფიცირება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესება;
პროექტში ჩართული მხარეების მოთხოვნების და საჭიროებების გაანალიზება და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნა;
ბაზრის ტენდენციების ცოდნა - კვლევების, ფოკუს ჯგუფების, მომხმარებლის ინტერვიუების, ბაზრის ანალიზის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გამოყენება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების მისაღებად;
პროექტის ბექლოგის შექმნა, პრიორიტეტიზაცია და ეფექტური მართვა;
დეველოპმენტ გუნდსა და სტეიკჰოლდერებს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულება და სტეიკჰოლდერების საჭიროებების დეველოპმენტ დავალებებად გარდაქმნა;
პროდუქტის შემსრულებელ გუნდთან აქტიური მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარების გზების დაგეგმვა;
მონაწილეობის მიიღება როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;
ახალი /არსებული პროდუქტის პროცედურების შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება Product Owner-ის პოზიციაზე IT ინდუსტრიაში;
სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის ან ციფრული პროდუქტის (web, mobile app) შექმნის გამოცდილება;
აუცილებელია Scrum მეთოდოლოგიით წარმართული პროექტის Product Owner -ად მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 10 იანვარი 2025
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
Kommentarer