Junior Network Engineer - ქსელის უმცროსი ინჟინერი
- Ketevan Dolidze
- Dec 26, 2025
- 2 min read
Orient Logic აცხადებს ვაკანსიას ქსელის უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.
ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 4
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლასა დაგანვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდს
მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას
ჯანმრთელობის დაზღვევას
საბონუსე სისტემას
ჩვენს გუნდთან ერთად, ამ პოზიციაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფრო ღრმად გაეცნოთ Orient Logic-ის პარტნიორი მწარმოებლების (HPE (Aruba), Dell , Cisco, Ruckus, Microsoft, Fortinet და სხვა) უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების ქსელური ინფრასტრუქტურის აგება - მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.
ძირითადი მოვალეობები:
დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება
პროდუქტების შერჩევა - ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა
სისტემის იმპლემენტაცია - აპარატურულ - პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის გარემოში
ტექნიკური მხარდაჭერა/კონსულტაცია - დანერგილი სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების გადაჭრა
კონკურენტული ტექნიკური გადაწყვეტილებების ანალიზი
პროდუქტების ან ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენა/პრეზენტირება
გამოცდების ჩაბარება, ტრენინგებზე და ვებინარებზე დასწრება კვალიფიკაციის ამაღლების და განვითარების მიზნით, ვორქშოპების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
Cisco – CCNA ვადიანი სერტიფიკატის ქონა
ქსელური უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა
WiFi ტექნოლოგიის საფუძვლების ცოდნა
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
სასურველია:
Cisco - CCNP სერტიფიკატი
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით
ქსელური ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანალიტიკური აზროვნება
გადაწყვეტილების მიღებისა და არგუმენტაციის უნარი
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე და ატვირთეთ CCNA ის მოქმედი სერტიფიკატი ,სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2026 წლის 15 იანვარი.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემდა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები "ორიენტ ლოჯიკი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.






Comments