System Engineer - სისტემური ინჟინერი
- Ketevan Dolidze
- Dec 22, 2025
- 1 min read
ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ინჟინრის პოზიციაზე, ტექნიკურ დეპარტამენტში.
ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 4
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
მაღალტექნოლოგიურ პროექტებში ჩართულობას
კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდს
მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
ჯანმრთელობის დაზღვევას
საბონუსე სისტემას
ძირითადი მოვალეობები:
სისტემების დიზაინი - კომპანიის დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება;
პროდუქტების შერჩევა - გადაწყვეტილების შემადგენელი კომპონენტების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა;
სისტემის იმპლემენტაცია - მოწოდებული აპარატურულ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის სისტემებთან;
ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გასწორება;
საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია;
სისტემის არქიტექტურის/დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემა და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა;
ახალი სისტემების მოძიება, გარჩევა, ტესტირება და გუნდში გაზიარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
სერვერულ და ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
სასურველია რუსული ენის A2 დონეზე ცოდნა.
სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების; ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;
გამოცდილება ან/და ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
მონაცემთა დამუშავების სისტემები (server);
მონაცემთა შენახვის სისტემები (storage);
ბექაპირებისა და აღდგენისა სისტემები (backup);
ვირტუალიზაციის პლატფორმები (Microsoft Hyper-v, Vmware Vsphere, Linux KVM);
AD, DNS, DHCP, NTP, RDSH, MAIL და სხვა ძირითადი სისტემები;
სასურველია ელექტროინჟინერიის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანალიტიკური აზროვნება
გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 15 იანვარი 2026
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემდა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები "ორიენტ ლოჯიკი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.






Comments