Junior SOC Analyst - უმცროსი SOC ანალიტიკოსი
- Jan 16
- 2 min read
Orient Logic აცხადებს ვაკანსიას უმცროსი SOC ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 4
სამუშაო განრიგი: 24/7 მონიტორინგის ფარგლებში მცოცავი გრაფიკი:
თითო სმენა - დღეში 8 სთ; კვირაში ორი დღე დასვენება.
ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის გუნდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:
გაეცნოთ დაცვითი კიბერუსაფრთხოების ძირითად თემებს და რეალურ სამუშაო სიტუაციებზე დაფუძნებულ ანალიზის სცენარებს (სასწავლო კურსებისა და მენტორინგის საშუალებით).
შეიძინოთ ის ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია SOC ანალიტიკოსის პოზიციაზე წარმატებით მუშაობისთვის.
შეისწავლოთ ისეთი სისტემების გამოყენება, როგორიცაა SIEM, Firewalls, IDS, Insider Threat Management, DLP, EDR, Vulnerability Management და სხვა;
შეისწავლოთ უსაფრთოხების შემთხვევების მონიტორინგი და მართვა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.
სტუდენტებს შესაძლებლობა გექნებათ სამუშაო პროცესი შეუთავსოთ სწავლას.
ძირითადი მოვალეობები:
ინციდენტის სიღრმისეული ანალიზი, სხვადასხვა წყაროების კორელაციის გამოყენებით, ასევე გამოსწორების გზების და საფრთხის აღმოჩენის ახალი ანალიტიკური მეთოდების უზრუნველყოფა.
ინციდენტების დამუშავების, შეკავების, აღმოფხვრის და აღდგენის უზრუნველყოფა, რეპორტების წარმოება და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ესკალაცია.
კრიტიკულობის და აქტუალურობის განსაზღვრისთვის ალერტების შემოწმება და შესაბამის განყოფილებასთან კომუნიკაცია.
მიმდინარე სისუსტეებზე, შეტევებზე და სიახლეებზე ინფორმაციის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავსი მიმართულებით ინტერესი და ზოგადი ცოდნა.
განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
ცოდნა ან გამოცდილება IT ქსელური და ინფრასტრუქტურული პროდუქტების/სერვისების მიმართულებით.
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი სასწავლო კურსები ინფორმაციული/კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანალიტიკური აზროვნება
მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა
დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე,სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2026 წლის 30 იანვარი.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემდა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები "ორიენტ ლოჯიკი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.






Comments