top of page

Junior Network Engineer - ქსელის უმცროსი ინჟინერი

Sep 21
2 min read

Orient Logic აცხადებს ვაკანსიას ქსელის უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.


ორიენტ ლოჯიკი  წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 4

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00


ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა დაგანვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდს

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას


ჩვენს გუნდთან ერთად, ამ პოზიციაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფრო ღრმად გაეცნოთ Orient Logic-ის პარტნიორი მწარმოებლების (HPE (Aruba), Dell , Cisco, Ruckus, Microsoft, Fortinet და სხვა) უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების ქსელური ინფრასტრუქტურის აგება - მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.


ძირითადი მოვალეობები:
  • დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება

  • პროდუქტების შერჩევა - ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა

  • სისტემის იმპლემენტაცია - აპარატურულ - პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის გარემოში

  • ტექნიკური მხარდაჭერა/კონსულტაცია - დანერგილი სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების გადაჭრა

  • კონკურენტული ტექნიკური გადაწყვეტილებების ანალიზი

  • პროდუქტების ან ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენა/პრეზენტირება

  • გამოცდების ჩაბარება, ტრენინგებზე და ვებინარებზე დასწრება კვალიფიკაციის ამაღლების და განვითარების მიზნით, ვორქშოპების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • Cisco – CCNA ვადიანი სერტიფიკატის ქონა

  • ქსელური უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა

  • WiFi ტექნოლოგიის საფუძვლების ცოდნა

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა


სასურველია:

  • Cisco - CCNP სერტიფიკატი

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით

  • ქსელური ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება


პიროვნული უნარები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • ანალიტიკური აზროვნება

  • გადაწყვეტილების მიღებისა და არგუმენტაციის უნარი

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი

  • მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე და ატვირთეთ CCNA ის მოქმედი სერტიფიკატი, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2026 წლის 4 ოქტომბერი


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემდა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონლაური მონაცემები "ორიენტ ლოჯიკი"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.




 
 
 

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page