top of page

Angular Front-End Developer

ორიენტ ლოჯიკის Software & Cloud Native მიმართულება CODEVICE აცხადებს ვაკანსიას Middle Angular Front-End დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00


შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ:

  • ჰიბრიდულ გრაფიკს

  • მრავალფეროვან პროექტებს

  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას


ძირითადი მოვალეობები:

  • დამკვეთის ამოცანის ბიზნეს-ანალიზი;

  • ინფორმაციული სისტემისათვის ამოცანის შესაბამისი სტრუქტურის შემუშავება;

  • ახალი ვებ აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობა.

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, GIT ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენებით

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება Scrum მეთოდოლოგიის გამოყენებით

  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების ანალიზი და აღმოფხვრა

  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა IT ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკების მოძიება, გარჩევა და გამოყენება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

აუცილებელია შემდეგი პროგრამული ენების/ფრეიმვორკების/ტექნოლოგიების მიმართულებით კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება:

  • Angular ფრეიმვორკი და Typescript

  • JavaScript

  • HTML, CSS

  • REST API

  • Git

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 17 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „Angular Front-End Developer”, სხვა შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.



დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



583 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page