top of page

HR Generalist

Updated: Sep 26

ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას Junior HR Generalist-ის პოზიციაზე, ადამიანური რესურსების მართვის გუნდში.


ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 29 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი 10:00 - 18:00


ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს;

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღების შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი მოვალეობები:
  • თანამშრომელთა შერჩევის და მიღების პროცესის ადმინისტრირება;

  • ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესის მართვა;

  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირება;

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვა (მაგ. შრომითი ხელშეკრულებები, პირადი საქმეები და ა.შ);

  • შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება;

  • კომპანიაში არსებული ბენეფიტების ადმინისტრირება;

  • პროფესიული განვითარების პროცესის მართვაში მონაწილეობა;

  • სამოტივაციო სისტემების განვითარებაში მონაწილეობა;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (ან სტაჟირება) ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;

სასურველია HR ჯენერალისტად ან და Tech რეკრუტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

განათლება:     ბაკალავრის ხარისხი - სოციალური მეცნიერებების,  ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

 

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

  • სასურველია: ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

  • შრომის კოდექსის ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობა;

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ინიციატივიანობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე, სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 6 ოქტომბერი 2024



თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



702 views0 comments

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page