top of page

IT უსაფრთხოების ინჟინერი - სტაჟირება

"ორიენტ ლოჯიკი" ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის გუნდში აცხადებს სტაჟირებას IT უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე.

"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00 (სწავლასთან შეთავსებით) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის გუნდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:


  • მონაწილეობა მიიღოთ MSSP-ის შექმნასა და SOCaaS-ის დანერგვის პროცესში.

  • შეისწავლოთ ისეთი სისტემების გამოყენება, როგორიცაა SIEM, Firewalls, IDS, Insider Threat Management, DLP, EDR, Vulnerability Management და სხვა;

  • შეისწავლოთ უსაფრთოხების შემთხვევების მონიტორინგი და მართვა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • ინციდენტის სიღმისეული ანალიზი, სხვადასხვა წყაროების კორელაციის გამოყენებით, ასევე გამოსწორების გზების და საფრთხის აღმოჩენის ახალი ანალიტიკური მეთოდების უზრუნველყოფა.

  • ინციდენტების დამუშავების, შეკავების, აღმოფხვრის და აღდგენის უზრუნველყოფა, რეპორტების წარმოება და უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებთან ესკალაცია.

  • კრიტიკულობის და აქტუალურობის განსაზღვრისთვის ალერტების შემოწმება და შესაბამის განყოფილებასთანკომუნიკაცია.

  • მიმდინარე სისუსტეებზე, შეტევებზე და სიახლეებზე ინფორმაციის მონიტორინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით ინტერესი და ზოგადი ცოდნა.

  • განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;

  • ცოდნა ან გამოცდილება IT, ქსელური და ინფრასტრუქტურული პროდუქტების/სერვისების მიმართულებით.

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.

დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2024 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს „ორიენტ ლოჯიკი“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.




4,241 views0 comments

Recent Posts

See All

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page