top of page

Java Back-End Developer

Updated: Apr 2

"ბლეიზი" აცხადებს ვაკანსიას Middle Java Back-End დეველოპერის  პოზიციაზე.

“ბლეიზი" საქართველოს ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანიაა. ჩვენ უკვე 28 წელია,

რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00


შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
  • ჰიბრიდულ გრაფიკს

  • მრავალფეროვან პროექტებს

  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას


 ძირითადი მოვალეობები:
  • დამკვეთის ამოცანის ბიზნეს-ანალიზის პროცესში მონაწილეობა

  • ამოცანის შესაბამისი Back-End-ის შემუშავება Java ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მოემსახურება Front-End-ს.

  • ამოცანის შესაბამისი ავტომატიზირებული ტესტების შემუშავება

  • პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება GIT ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენებით

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება Scrum მეთოდოლოგიის გამოყენებით

  • დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების ანალიზი და აღმოფხვრა

  • საჭიროებიდან გამომდინარე სხვა IT ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკების მოძიება, გარჩევა და გამოყენება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით

  • Java Back-End დეველოპერის პოზიციაზე  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

  • სასურველია Scrum-ის ფრეიმვორკით მუშაობის გამოცდილება

ცოდნები და კომპეტენციები:
  • Java SE 8+

  • Spring Framework/Java EE 8, Servlets, JAX-RS, JPA, JMS, EJB, CDI, Spring Data, Spring Boot, Spring Security

  • SQL

  • RDBMS – PostgreSQL, Oracle, MS SQL. რომელიმესთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

  • JUnit, Mockito, Arquillian - რომელიმესთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

  • GIT, GitLab


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 2024  წლის 31 მარტის ჩათვლით. სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ „Java Back-End Developer“.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.




1,419 views0 comments

Recent Posts

See All

Commentaires

Noté 0 étoile sur 5.
Pas encore de note

Ajouter une note
bottom of page