top of page

Manual QA - სტაჟირება

Updated: Apr 8


"ბლეიზი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  Manual QA - ის პოზიციაზე.

“ბლეიზი" საქართველოს ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანიაა. ჩვენ უკვე 29 წელია,

რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ( სწავლასთან შეთავსებით)


შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
  • ჰიბრიდულ გრაფიკს

  • მრავალფეროვან პროექტებს

  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს სასწავლო/ სასერტიფიკატო კურსი  QA -ის მიმართულებით

  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ციკლებისა და მეთოდოლოგის კარგი ცოდნა.

  • ცოდნა ტესტირების პროცესების, მიდგომების, მეთოდების, QA-ს როლის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესში.

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა


პიროვნული უნარები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი

  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება

  • პრობლემის გადაჭრის უნარი.

  • დეტალებზე ორიენტირება

  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა  2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ სტაჟირების დასახელება - „Manual QA - Internship”, სხვა შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



2,000 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page