top of page

React Native Developer - სტაჟირება

Updated: Apr 15

"ბლეიზი" აცხადებს სტაჟირებას React Native  დეველოპერის  პოზიციაზე.

“ბლეიზი" საქართველოს ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციის „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანიაა. ჩვენ უკვე 29 წელია,

რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ( სწავლასთან შეთავსებით)


შერჩეულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
  • ახალი ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში;

  • მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;

  • პროფესიულ განვითარებას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში;

  • დასაქმების შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით

კანდიდატს უნდა ჰქოდეს ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • სავალდებულოა JavaScript პროგრამირების ენის კარგი ცოდნა.

  • სავალდებულოა JavaScript-ის ბიბლიოთეკა React-ის კარგი ცოდნა.

  • სავალდებულოა React Native-ის საფუძვლების ცოდნა.

  • სასურველია იცოდეს HTML და CSS

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ სტაჟირების დასახელება - „React Native Developer Internship”, სხვა შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო,მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.



2,586 views0 comments

Recent Posts

See All

Komentarze

Oceniono na 0 z 5 gwiazdek.
Nie ma jeszcze ocen

Oceń
bottom of page