top of page

UI/UX დიზაინერი

Updated: Sep 13, 2022

"ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.


"ორიენტ ლოჯიკი" წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00



ფუნქცია-მოვალეობეი:

  • ამოცანის ანალიზის საფუძველზე Web და Mobile აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;

  • შემუშავებული დიზაინის ატვირთვა პროგრამისტების მიერ მომდევნო გამოყენებისთვის;

  • შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის შემოწმება UI/UX ნაწილში;

  • SCRUM პროცესში ჩართულობა;

  • UI/UX Guideline-ების შემუშავება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


სამუშაო გამოცდილება: UI/UX დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პროგრამები: Adobe XD, Adobe Photoshop, Adobe Illustrator ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

სასურველია Zeplin-თან, Figma-სთან მუშაობის გამოცდილება;


უცხო ენა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.


კომპეტენცია და უნარები

  • დროის ეფექტური მართვა;

  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;

  • მოტივაცია და სიახლეების სწავლის სურვილი;

  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით. სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ „UI/UX დიზაინიერი“.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „ორიენტ ლოჯიკი“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.


2,466 views1 comment

Recent Posts

See All
bottom of page