top of page

ტრენინგ კოორდინატორი - სტაჟირება OL აკადემიის გუნდში

Updated: Apr 2

ორიენტ ლოჯიკის ტექნოლოგიურ ტრენინგ ცენტრ, ოლ-აკადემიის გუნდში ვაცხადებთ სტაჟირებას ტრენინგ კოორდინატორის პოზიციაზე


სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 18

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -18:00 (სწავლასთან შეთავსებით)


თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ჩართული იყოთ სხვადასხვა სახის პროცესებში, მათ შორის:

  • ტრენინგზე რეგისტრირებულ კანდიდატებთან კომუნიკაცია: მათი ინფორმირება ტრენინგის დეტალების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებისა და ტრენინგის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები;

  • ტრენინგის მონაწილეებთან და ტრენერებთან კომუნიკაცია;

  • ტრენინგების კოორდინირება: ტრენინგებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა;

  • ჩატარებული ტრენინგების და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და რეპორტინგი;

  • აკადემიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა თუ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა

  • ტრენინგების ეფექტიანობისა და ხარისხის მონიტორინგი;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;

  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა


ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად გაინტერესებთ:
  • ჩვენი გუნდის წევრობა 3 დან 6 თვემდე სტაჟირებით იწყება და ეს არის საუკეთესო დრო, როცა თქვენ ეცნობით კომპანიის მუშაობის თავისებურებებს.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი სტაჟირება წარმატებულად დასრულდება - თქვენთან გრძელვადიან შრომით ურთიერთობას, კონკურენტულ ანაზღაურებას და ჩვენი გუნდის წევრებისთვის განსაზღვრულ საინტერესო "ბენეფიტებსაც" გპირდებით.


დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე 2024 წლის 3 მარტის ჩათვლით.


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.


გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შ.პ.ს „ორიენტ ლოჯიკი“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.




2,238 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page