top of page

Network engineer - ქსელის ინჟინერი

Updated: Sep 22, 2023

Orient Logic აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.

ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 27 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვავითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სწავლასა დაგანვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

  • კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდს

  • მრავალფეროვანი გამოცდილბის მიღებისშესაძლებლობას

  • ჯანმრთელობის დაზღვევას

  • საბონუსე სისტემას

ჩვენს გუნდთან ერთად, ამ პოზიციაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უფრო ღრმად გაეცნოთ Orient Logic-ის პარტნიორი მწარმოებლების (HPE (Aruba), Dell , Cisco, Ruckus, Microsoft, Fortinet და სხვა) უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების ქსელური ინფრასტრუქტურის აგება - მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში.


ძირითადი მოვალეობები:
  • დამკვეთის წინაშე მდგომი ამოცანების ტექნოლოგიური გადაწყვეტის / არქიტექტურის შემუშავება

  • პროდუქტების შერჩევა - ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი სპეციფიკაციის პროდუქტების შერჩევა

  • სისტემის იმპლემენტაცია - აპარატურულ - პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ინტეგრაცია დამკვეთის გარემოში

  • ტექნიკური მხარდაჭერა/კონსულტაცია - დანერგილი სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების გადაჭრა

  • კონკურენტული ტექნიკური გადაწყვეტილებების ანალიზი

  • პროდუქტების ან ტექნიკური გადაწყვეტილებების წარდგენა/პრეზენტირება

  • გამოცდების ჩაბარება, ტრენინგებზე და ვებინარებზე დასწრება კვალიფიკაციის ამაღლების და განვითარების მიზნით, ვორქშოპების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქსელური ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციისა და ადმინისტრირების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

  • Cisco – CCNA, CCNP სერტიფიკატები

  • Cisco, Fortinet და სხვა ცნობილი ქსელური უსაფრთხოების პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება

  • Ruckus, HPE(Aruba), Cisco და სხვა ცნობილ Wi-Fi სისტემების მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • ანალიტიკური აზროვნება

  • გადაწყვეტილების მიღებისა და არგუმენტაციის უნარი

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია

  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი

  • მუდმივად სწავლა-განვითარარებისკენ სწრაფვა

დაინტერესებულებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი მითითებულ ბმულზე ,სასურველი პოზიციის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2023 წლის 26 მარტი.



გმადლობთ დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.




1,033 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page